Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ნატალია კორძაია

დაბადების თარიღი და ადგილი

1980 წელის 27 დეკემბერი, ქ.რუსთავი 

პროფესიული გამოცდილება

2023 წლიდან ნატალია კორძაია იკავებს ქ. მილანში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში  გენერალური კონსულის თანამდებობას.

2020 - 2023 წლებში გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული.

2016 - 2020 წლებში იყო კანადაში საქართველოს საელჩოს კონსული/უფროსი მრჩეველი.

2015 - 2016 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს მრჩეველი.

2011 - 2015 წლებში მუშაობდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში კონსულის თანამდებობაზე. 

2010 - 2011 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს უფროსი.

2009 - 2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ  სამოქალაქეო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე.

2008 - 2009 წლების პერიოდში მან დაიწყო დიპლომატიური კარიერა, როგორც საპასპორტო და მოქალაქეობის სამმართველოს  უფროსმა  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში. 

2005 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.

განათლება

2003 წელს წარმატებით დაასრულა მაგისტრატურა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დიპლომატიური რანგი

უფროსი მრჩეველი