შეხვედრა ქ. მილანის მერიაში
2024 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს გენერალური საკონსულოს უფროსი მრჩეველი დავით გომართელი ქ. მილანის მერიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს სილვია ლა ფარლას და აზიის დეკსის ხელმძღვანელს მარიკა ბაძანის შეხვდა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მილანსა და ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში მცხოვრები ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ქართული მარლმადიდებლური ეკლესიისთვის დროებით სარგებლობაში გამოყენებისთვის შენობის გადაცემის საკითხს. აღინიშნა, რომ ეკლესია იქნება უმნიშვნელოვანესი თავშეყრის ადგილი საქართველოს მოქალაქეების სულიერი ცხოვრების ასამაღლებლად.
ყურადღება გამახვილდა სამომავლო ერთობლივ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2025-2026 წლებისათვის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობებზე.