Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ორდღიანი სამუშაო ვიზიტი იტალიის ქალაქ მერანოში

ქ. მილანში საქართველოს გენერალური კონსულის, ნატალია კორძაიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, კერძოდ მთის ტრასების სააგენტო MTA და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია GNTA ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ მერანოში.
შეხვედრები გაიმართა Merano 2000 Funivie-ს ხელმძღვანელობასთან, სამთო ტურიზმის სფეროში, მსოფლიოში ლიდერი კომპანიების, ტექნოალპინის (Technoalpine) და ლეიტნერი (Leitner) მფლობელებთან და მენეჯერებთან, ქალაქის მერიასა და Giunta comunale-ის წარმომადგენლებთან, ასევე მერანოს ღვინის ფესტივალის პრეზიდენტ ჰელმუტ ქოხერთან და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების სააგენტოსთან.
ვიზიტის მიზანი იყო საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება სამთო ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ასევე მერანოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.