ვიზიტი ქ. ბოსკი სანტ ანაში
ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და საკონსულო დაწესებულების უფროსმა მრჩეველმა დავით გომართელმა—საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ეწვიენ ქ. ბოსკი სანტ ანას, რომელიც დამეგობრებულია ქ. ხონთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქის მერთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა, დამეგობრების აქტის ფარგლებში, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც უკავშირდება კულტურულ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებს.