ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Slow Wine Fair
მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია ქ. ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Slow Wine Fair დაესწრო. გენერალურმა კონსულმა ადგილზე დაათვალიერა ქართული მეღვინეობების სტენდები, გაეცნო პროდუქციას და მონაწილე კომპანიებს წარმატება უსურვა.
ღონისძიება Slow Wine Fair მსოფლიოში ცნობილი გამოფენაა ბუნებრივი ღვინოების მიმართულებით და მას ყოველწლიურად ესწრება დაახლოებით 20 000 ვიზიტორი, მათ შორის Horeca სექტორის წარმომადგენლები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები. ეს ხელს უწყობს ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და ექსპორტის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ „Slow Wine Fair“ წელს მეხუთედ გაიმართა, ხოლო ქართული მეღვინეობები ღონისძიებაში მეორედ მონაწილეობდნენ. National Wine Agency of Georgia განაგრძობს მიზანმიმართულად მუშაობას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციისთვის. სააგენტოს სტრატეგია მოიცავს სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპასა და აზიის ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ბაზრების დივერსიფიცირებას და ქართული ღვინის მოთხოვნის ზრდას.
