Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვიზიტი ქ. პარმას ინდუსტრიის გაერთიანებაში

ქ. მილანში საქართველოს გენერალური კონსულის ნატალია კორძაიას ვიზიტი ქ. პარმას ინდუსტრიის გაერთიანებაში (Unione Parmense degli Industriali)
2025 წლის 6 თებერვალს ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ საკონსულო დაწესებულების უფროს მრჩეველ ვალერიან გვალიასთან ერთად, ქ. პარმაში შეხვედრა გამართა ქ. პარმას ინდუსტრიის გაერთიანების (Unione Parmense degli Industriali) დირექტორ ჩეზარე აზალისთან.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ გენერალური საკონსულოს გახსნის შემდგომ, ეს არის ქართული დელეგაციის პირველი ვიზიტი პარმაში ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან კონტაქტების დამყარების მიზნით. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ხელი შეუწყოს ურთიერთობების გაღრმავებას იტალიის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან, ემილია-რომანიას რეგიონთან, კერძოდ კი პარმას პროვინციის სამეწარმეო საზოგადოებასთან.
პარმა ცნობილია კვების ინდუსტრიის, მათ შორის დანადგარების, ფარმაცევტული ინდუსტრიის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სექტორული დარგის განვითარების მაღალი სტანდარტით.
მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა იმ შესაძლო მიმართულებების წარმოჩენის მიზნით, სადაც არსებობს განვითარების ორმხრივი ინტერესი და პოტენციალი.