MICAM / MIPEL 2026
ქ. მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე ტყავისა და ფეხსაცმლის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას MICAM / MIPEL 2026 დაესწრო. გენერალურმა კონსულმა ქართული კომპანიების სტენდები დაათვალიერა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკუთარ პროდუქციას ორ თემატურ პავილიონში — ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის მიმართულებით — წარმოადგენენ. აღნიშნულ გამოფენაში 12 ქართული კომპანია მონაწილეობს.
საერთაშორისო გამოფენა MICAM / MIPEL ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ინდუსტრიაში და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 42,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
