Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქ. მილანში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქ. მილანში სამუშაო ვიზიტით მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დაესწრო ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას. შეხვდა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენლებს გულშემატკივრობდა. ასევე დაესწრო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მიერ გამართულ ვახშამს.

ოლიმპიადის გახსნამდე კი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო.