Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ქალაქ პავიას უნივერსიტეტის რექტორ ფრანჩესკო სველტოსთან

ქალაქ მილანში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ, საკონსულო დაწესებულების უფროს მრჩეველ დავით გომართელთან ერთად, შეხვედრა გამართა ქალაქ პავიას უნივერსიტეტის რექტორ ფრანჩესკო სველტოსთან და პრორექტორ ანტონელა ფორლინოსთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლო ერთობლივი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალში ერასმუსის და სხვა გაცვლით პროგრამების ინიცირების საკითხს. ამასთან განიხილა ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლო დაფინანსების მიღების შესაძლებლობებიც.
გენერალურმა კონსულმა გამოთქვა მზადყოფნა, შეიქმნას გზამკვლევი ვებინარი, რომელიც ქართველ სტუდენტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სასწავლო ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებს და ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ პავიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და მრავალპროფილურია და გამოირჩევა ისეთი წამყვანი ფაკულტეტებით, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და სოციალური მეცნიერებები.