სამუშაო შეხვედრა გამართა Confederazione Nazionale dell’Artigianato e della Piccola e Media Impresa-ს ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულების – CNA Turismo e Commercio Lombardia-ს პრეზიდენტთან Andrea Gaudenzi-თან.
ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურიზმის განვითარების მიმართულების წარმომადგენელ ნანა ქართველიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა Confederazione Nazionale dell’Artigianato e della Piccola e Media Impresa-ს ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულების – CNA Turismo e Commercio Lombardia-ს პრეზიდენტთან Andrea Gaudenzi-თან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლომბარდიის რეგიონში ტურიზმის განვითარების წარმატებულ პრაქტიკებს, მათ შორის რეგიონული ბრენდინგის მნიშვნელობას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობას ტურისტული სექტორის გაძლიერებაში.
მხარეებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებაზე, ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორის როლსა და სამომავლო ერთობლივ ინიციატივებზე. აღინიშნა მზადყოფნა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და გაძლიერდეს საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის დეგუსტაცია, რომელიც წარმოადგინეს CNA-ს ასოციაციაში გაერთიანებულმა კომპანიებმა.
