ღვინისადმი მიძღვნილი ღონისძიება - I Vini del Cuore
ქ. მილანში საქართველოს გენერალური კონსული, ნატალია კორძაია, ქ. გენუაში, ისტორიულ Palazzo della Borsa-ს დარბაზში (Sala delle Grida), ღვინისადმი მიძღვნილი ღონისძიების - I Vini del Cuore - მეხუთე გამოცემას დაესწრო. მეორე წელია, გენერალურ კონსულს პატივი აქვს ორგანიზატორებთან ერთად გახსნას აღნიშნული ფესტივალი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 45-მა იტალიურმა და საერთაშორისო მეღვინეობამ, მათ შორის ქართულმა, რომლებიც წარმოადგენდნენ მაღალი ხარისხის, ხშირად მცირე წარმოების ღვინოებს.
ღონისძიების გახსნის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური ცერემონია, რომლის დროსაც ნატალია კორძაიას გადაეცა მადლობის სიმბოლური დაფა ღონისძიების მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის.
ფესტივალი მიზნად ისახავს ღვინის კულტურის პოპულარიზაციას, მეღვინეებსა და სტუმრებს შორის უშუალო დიალოგის ხელშეწყობას და სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ტრადიციების წარმოჩენას. ღონისძიება გაიმართა შეზღუდული ფორმატით, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, უფრო მშვიდ და პროფესიულ გარემოში გაეცნონ წარმოდგენილ ღვინოებს.
