Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სამუშაო შეხვედრა მერანოს ვიცე-მერთან, ნერიო ძაკარიასთან

2025 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და ვიცე-კონსულმა მაია მღებრიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს მერანოს ვიცე-მერთან, ნერიო ძაკარიასთან.
მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ტურისტული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ტურისტული და საინვესტიციო კონტაქტების ხელშეწყობის, ასევე ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.
გენერალური კონსული მერანო 2000-ის სამთო-სათხილამურო კომპლექსითა და მერანოს ტურიზმის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა.როგორც ნატალია კორძაიამ აღნიშნა, მსგავსი წარმატებული პროექტების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ტურისტული მიმართულებების განვითარებაში და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში.
ვიცე-მერმა ნერიო ძაკარიამ საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით შეხვედრის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქალაქის ხელმხღვანელობისთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომელთაც საერთო ხედვა აქვთ მდგრადი ტურიზმისა და რეგიონული განვითარების სფეროებში, საქართველო კი მათთვის სწორედ ასეთი პარტნიორია.