Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვიზიტი იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლაში ALMA

ქ. მილანში საქართველოს გენერალური კონსულის ნატალია კორძაიას ვიზიტი იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლაში ALMA
2025 წლის 6 თებერვალს ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. პარმაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეულ კულინარიული ინსტიტუტის, კერძოდ ALMA -ს იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებთან, ქ-ონ კანდიდა დელიასთან, (საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი) და გრაციანა ლაკომბესთან, )საერთაშორისო პროექტების მენეჯერი) .
შეხვდრაზე საუბრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი პროექტების შემუშავების შესაძლებლობა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ იტალიის მსგავსად, საქართველოს კულინარიის და მეღვინეობის მიმართულებით მდიდარი ტრადიციები გააჩნია და მისი შემდგომი განვითარებისთვის საინტერესო პერსპექტივები იკვეთება. ამ მხრივ, განხილულ იქნა ALMA-ს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ქართველი კოლეგებისთვის, აგრეთვე ქართული ღვინის მასტერკლასის გამართვის შესაძლებლობა საერთაშორისო სკოლის მრავალეროვანი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ იმუშაონ ახლო მომავალში ერთობლივი ღონისძიების გამართვის მიზნით.
 
შეხვედრის დასასრულს, სკოლის წარმომადგენლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სკოლის
 
 ინფრასტრუქტურა და სამეურნეო ბაზა.
შეხვედრას ასევე დაესწრო დაწესებულების უფროსი მრჩეველი ვალერიან გვალია.