შეხვედრა ქ. ლენიაგოს მერთან, პაოლო ლონგისთან.
2025 წლის 15 მარტს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და საკონსულო დაწესებულების უფროსმა მრჩეველმა დავით გომართელმა, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ქ. ლენიაგოს მერთან, პაოლო ლონგისთან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივ საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებში.
ქალაქის მერმა, ბატონმა პაოლო ლონგიმ, გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს და დიასპორის წევრებს პირადად გააცნო ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და მიმდინარე პროექტები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კავშირების გაღრმავებას.