ღვინის ფესტივალი ქ. ვერონაში
2024 წლის 7-8 ივნისს ქალაქ ვერონაში, Merano Wine Festival, Gourment’s International, Verona Fiere და Vinitaly-ის თანაორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: „Amphora Revolution“, რომელიც ეძღვნებოდა ქვევრში დაყენებული ტექნოლოგიით უნიკალური ღვინის ჯიშების პოპულარიზაციას.
საქართველო, მისი მდიდარი მეღვინეობის ტრადიციიდან გამომდინარე, სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ათამდე სახეობის ქართული ქვევრის ღვინო.
ოფიციალური ნაწილი, სხვა სტუმრებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ. ღონისძიების ფარგლებში ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია და არაერთი შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
ღონისძიებას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ მილანში გენერალური საკონსულოს უფროსი მრჩეველი ვალერიან გვალია, ასევე, ღვინის სააგენტოს და ასოციაცია ქართული ღვინის წარმომადგენლები.